ინფორმაცია ფილმზე დასახელება: დარჩი ცოცხალი ორიგინალური დასახელება: Stay Alive გამოშვების წელი: 2006 ჟანრი: ტრილერი, საშინელებათა რეჟისორი: უილიამ ბრენტ ბელი როლებში: ჯონ ფოსტერი, სემერ არმსტონგი, ფრენკი მუნიზი, სოფია ბუში, ადამ გოლდბერგი ფილმის შესახებ: მოზარდების ჯგუფი ნიუ-ორლეანიდან უბრალოდ გადარია საკმაოდ საშიშმა ვიდეოთამაშმა ”დარჩი ცოცხალი”. თამაშის აზრი იმაშია, რომ უნდა გაათამაშო შიშის მომგვრელი ისტორიები იდუმალი არისტოკრატი ქალის ცხოვრებიდან, რომელიც მე-17 საუკუნეში ცხოვრობდა. მოულოდნელად მოზარდებს ერთი მეორეს მიყოლებით კლავენ, თან ისევე, როგორც მათ პერსონაჟებს თამაშში. სასტიკი გამოგონება რეალობა გახდა. მათ უნდა დაამარცხონ ”სისხლიანი აზნაური”, ისე რომ ცოცხლები გადარჩნენ. . .
ფილმის შესახებ: საქრთველოს სახელმწიფო დეზინფექციის მინისტრ გოგას, სასტუმროში პაემანი აქვს შორენასთან, რომელიც ოპოზიციური პარტის მდივან-მემანქანეა. საყვარლების სასტუმრო ოთახში მოულოდნელად გვამს აღმოაჩენენ. მინისტრი პანიკაშია, მისი პოლიტიკური კარიერა საფრთხის წინაშე დგება. ვინ უშველის მას ? ვინ აიღებს თავის თავზე მთელს პასუხისმგებლობას ? რა თქმა უნდა მისი მოადგილე გრიშა…
დასახელება:90/60/90 ანუ გოგონა სლაიდიდან გამოშვების წელი:2009 ჟანრი:კომედია,მელოდრამა რეჟისორი:გიგა აგლაძე როლებში:ზაზა ბეჟაშვილი,ნათია ახვლედიანი,ზურა ყიფშიძე,ავთანდილ ცქვიტინიძე,კრისტი ყიფშიძე,ეკა ჩხეიძე
ფილმის შესახებ: წარმატებული მოდელი რომ გახდე, სილამაზე მთავარი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში - ახალ ქართულ კომედიურ მელოდრამაში ასეა: საყვარელ ქალთან დაახლოების მიზნით, წარმატებული, მდიდარი მამაკაცი ქალის სამოსს იცვამს და იმ სააგენტოში მიდის, სადაც მისი სიყვარულის ობიექტი მუშაობს. წარმატებას სამოდელო ბიზნესშიც აღწევს და საბოლოოდ - სიყვარულშიც... რეჟისორმა გიგა აგლაძემ ახალ ფილმში ბევრი ცნობილი ადამიანი ჩართო და ყველა მათგანს თავისი ნამდვილი სახელი "შეუნარჩუნა". როგორც შემოქმედებითი ჯგუფის წევრები გვპირდებიან, ფილმის ნახვისას მაყურებელი ძალიან ბევრს იცინებს.
დასახელება:90/60/90 ანუ გოგონა სლაიდიდან გამოსვლის თარიღი:2009 ფაილის ტიპი: ტრეილერი კინოთეართებში გავა:2009 წლის 9 დეკემბრიდან ჟანრი:კომედია
აღწერა: სულ მალე ვიხილავთ საქართველოს კინოთეატრებში ფილმს 90/60/90 ანუ გოგონა სლაიდიდან...ეს კი გახლავთ ამ ფილმის ტრეილერი...შეგიძლიათნახოთ რა მოხდება ფილმში.
ფილმის შესახებ: „ყველაფერი კარგად იქნება" ავთო ვარსიმაშვილის ახალი ქართული კომედიაა,რომლის ჩვენებამაც ანშლაგებით ჩაიარა ქართულ კინოთეტრებში.საქართველოს პრეზიდენტი (დუტა სხირტლაძე) დეზინფექციის მინისტრს (ნიკო გომელაურს) ავალებს გოაში წავიდეს და ქეთევან წამებულის ნეშტი ჩამოასვენოს. მინისტრს თან მიჰყავს მოადგილე და აეროპორტში გაცნობილი ნაშა (შორენა ბეგაშვილი). ქართველებს გოაში უთვალთვალებენ რუსი ჯაშუშები და „სომეხთა მასონური ლოჟის" წევრები...
დასახელება : Data Tutashxia / დათა თუთაშხია რეჟისორი: გიგა ლორთქიფანიძე წელი: 1978 სერიების რაოდენობა : 7 როლებში: ოთარ მეღვინეთუხუცესი (დათა თუთაშხია), თენგიზ არჩვაძე (მუშნი ზარანდია), იური იარვეტი (სეგედი), კარლო საკანდელიძე (ნიკანდრო ქილია), სოფიკო ჭიაურელი (ნანო თავხელიშვილი), გიორგი ხარაბაძე (კაზა ჩხეტია), ქეთევან კიკნაძე (ბეჩუნი პერტია)
ჭაბუა ამირეჯიბის რომანის კინოვერსია (შვიდივე სერია) . ფილმის მოქმედება ორი ახლობელი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება. ერთ მხარეს აბრაგი დათა თუთაშხია რომელიც კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმებს დაემალოს, ხოლო მეორე მხარეს მისი ბიძაშვილი მუშნი ზარანდია , რომელიც კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, რუსეთის იმპერიის ბატონობის ბოლო პერიოდში, XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისი
ინფორმაცია ფილმზე: ფილმის სახელწოდება: თეთრი ბაირაღები წელი: 1990 ჟანრი: სატელევიზიო მხატვრული ფილმი, კომედია, დრამა რეჟისორი: გიგა ლორთქიფანიძე კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე როლებში:ზაზა—გიორგი ხობუა, ზაზას დედა—ქეთევან კიკნაძე, სალარიძე—ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლიმონა—გია ბურჯანაძე, შოშია—რამაზ ჩხიკვაძე, ტიგრანა—გივი ბერიკაშვილი, ჭეიშვილი—ლეო ანთაძე, გოგოლი—გურამ ფირცხალავა, მოშიაშვილი—ბადრი ბეგალიშვილი, გამცემლიძე—თენგიზ მაისურაძე, მებურიშვილი—იური ვასაძე, ნუნუ—ნინო ლორთქიფანიძე ქვეყანა: საქართველო ენა: ორიგინალი, ქართული ხანგრძლივობა: 02:48:46
ფილმის შესახებ: ფილმის მთავარი გმირია ზაზა ნაკაშიძე, რომელიც ციხეში მოხვდება მკვლელობის ბრალდებით. ფილმის მთავარ გმირს არავინ მოუკლავს, იგი უბრალოდ უსამართლობის მსხვერპლი გახდა. სხვადასხვა საკითხების გაურკვევლობა განსაკუთრებულ დრამატიზმს ანიჭებს ფილმს. ზაზასთან ერთად საკანში მყოფი დამნაშავეები პირველ რიგში ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათი ისტორიები საინტერესოს, მიმზიდველსა და სასაცილოს ხდის ფილმს.
ინფორმაცია ფილმზე დასახელება: იავნანა გამოშვების თარიღი: 1994 ჟანრი: მელოდრამა ხარისხი: HDTVRip რეჟისორი: ნანა ჯანელიძე სტუდია: ქართული ფილმი; "სამება"; "არსი" გახმოვანება: ქართული (ორიგინალი) კომპოზიტორი: ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე ხმის ოპერატორი: გურამ გოგუა; მიხეილ კილოსანიძე ხანგრძლივობა: 75 წუთი როლებში: ნინო აბულაძე (პატარა ქეთო), მაია ბაგრატიონი (ქეთო), ნატო მურვანიძე (ქეთოს დედა), ნიკა თავაძე (ქეთოს მამა), არჩილ ციციშვილი (ალექსი), კახი კავსაძე (ქეთოს ბაბუა), ლ.სულაბერიძე
აღწერა: გადაღებულია იაკობ გოგებაშვილის მოთხრობათა მოტივების მიხედვით. ლეკებმა ქართველი თავადის ბედნიერ ოჯახს ერთადერთი შვილი, პატარა ქეთო მოსტაცეს. მშობლებმა დაკარგულ ქალიშვილს წლების შემდეგ მიაგნეს, დაიბრუნეს, მაგრამ გაუცხოებულ ქეთოს წარსული ვეღარ გაახსენეს. მხოლოდ დედის ნამღერმა იავნანამ აპოვნინა მას კვლავ სამშობლო, მშობლიური ენა, დედ-მამა და საკუთარი თავი.