ინფორმაცია: დასახელება: ზნედაცემული ანგელოზი ორიგინალური დასახელება: ზნედაცემული ანგელოზი გამოშვების წელი: 1992 ჟანრი: მხატვრული ფილმი რეჟისორი: მამუკა კიკალეიშვილი / ლევონ უზუნიანი როლებში: დათო სოხაძე, ვახტანგ ნინიძე, მამუკა კიკალეიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ამირან ამირანაშვილი, ნანა კიკნაძე, ლეო ანთაძე, მანუელ ფაუნდეს, მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე, ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი
აღწერა: ფილმის გმირს თავს გადახდება დაუჯერებელი თავგადასავლები დედამიწის ყველაზე ეგზოტიკურ კუთხეებში – და არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს არის მხოლოდ მსახიობის წარმოდგენა სცენარის კითხვისას
გამოშვებული: საქართველო l სს "ქართული ფილმი" ხანგრძლივობა: 01:10:56 ენა: ქართული (ორიგინალი)
ინფორმაცია: დასახელება: ჯარისკაცის მამა ორიგინალური დასახელება: ჯარისკაცის მამა გამოშვების წელი: 1964 ჟანრი: დრამა / ომი რეჟისორი: რეზო ჩხეიძე როლებში: სერგო ზაქარიაძე (გიორგი მახარაშვილი), ვლადიმერ პრივალცევი (ნიკიფოროვი), ალექსანდრე ნაზაროვი (არკადი ერშოვი), ალექსანდრე ლებედევი (ნიკოლაი ნაზაროვი), ვლადიმერ კოლოკოლცევი (გრიშა), ი. დროზდოვი (ვივა), ივანე კოსიხი (ახმედი), ვიქტორ კოსიხი (ვასია), ვიქტორ ურალსკი (პაჭუა ინვალიდი მატროსი), ქეთევან ბოჭორიშვილი (თამარი გიორგის ცოლი), ვლადიმერ პიცეკი (ჰოსპიტლის რეგისტრატორი), პეტრე ლიუბეშკინ (გენერალი), ტატიანა საპოჟნიკოვა, ნიკოლაი ბარმინი (პოლკოვნიკი), ინა ვიხოდცევა (ბავშვებიანი ქალი), ელენა მაქსიმოვა (დიასახლისი), რომუალდი ვილდანი (ქირურგი), რადნერ მურატოვი (შტაბის სამხედრო), ბონდო გოგინავა (ფრონტელი), ვიქტორ მიზინი, ვლადიმერ ჟარიკოვი, ირაკლი ნიჟარაძე, ვალენტინა კულიკი, ლილი ზღვაური, გია კობახიძე, ა. სტარცევი, ირაკლი ქოქრაშვილი, ფელიქს სტეპუნი, ჟანა კვიტაიშვილი
აღწერა: კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი, დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, მაგრამ ჰოსპიტალში ჩასული შეიტყობს, რომ გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა. გიორგი შვილის კვალს გაჰყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება, ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მიაღწევს. ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვნის, მაგრამ ცხარე ბრძოლაში გოდერძი მამას ხელში ჩააკვდება. ჯარისკაცის მამა ვალს ბოლომდე აღასრულებს და შვილის ნაბრძოლ ადგილებს თვალცრემლიანი სიამაყით გაივლის.
ფესტივალები და პრიზები: პრიზი "კაპიტოლიუმის იუპიტერი", რომის საერთაშორისო კინოფესტივალი, იტალია (1966).
გამოშვებული: საქართველო l სს "ქართული ფილმი" ხანგრძლივობა: 01:26:45 ენა: ქართული / რუსული
ინფორმაცია: დასახელება: როცა აყვავდა ნუში ორიგინალური დასახელება: როცა აყვავდა ნუში გამოშვების წელი: 1972 ჟანრი: დრამა რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე როლებში: ზურაბ ყიფშიძე, გოგა ფიფია, თინათინ ვარდანაშვილი, სესილია თაყაიშვილი, დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე, დიმიტრი თაყაიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ მგალობლიშვილი...
აღწერა: მეათეკლასელ ზურას, რომლიც მამის მეგობარს მანქანას მოპარავს და ამხანაგებს მცხეთაში გაასეირნებს, სკოლის დირექტორი ველოსიპედისტთა შეჯიბრიდან მოხსნის. ზურას მამა დირექტორს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს. იმასაც მოახერხებს, რომ ზურას გამარჯვებულად სცნობენ. ამხანაგებმა იციან, რომ გამარჯვება სხვას ეკუთვნოდა. ხათუნა ზურას ძკად ჩემპიონობისთვის შეარცხვენს, ამხანაგებთან და საყვარელ გოგოსთან დაპირისპირებით გაღიზიანებული ზურა საჭეს ვერ დაიმორჩილებს, მანქანა გადაბრუნდება და გვერდით მჯდომი თანაკლასელი ლექსო დაიღუპება. ზურს მამა ცდილობს ავარია დაღუპულს გადააბრალოს, შვილი პირველად აუმხედრდება მამას, მის გავლენას თავს დააღწევს და დანაშაულის აღიარებას გადაწყვეტს...
გამოშვებული: საქართველო l სს "ქართილი ფილმი" ხანგრძლივობა: 01:15:23 ენა: ქართული (ორიგინალი)
ტრესტის ბიუროკრატი მმართველი, სანდრო მოქალაქეებისთვის იშვიათად იცლის, მეუღლის მეგობარ ქალთან დროსტარებაზე კი უარს არ ამბობს. ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს, სანდრო მანქანით ხბოს შეეჯახება და ეგონება რომ ადამიანი იმსხვერპლა. მართლმსაჯულებას რომ გაექცეს სანდრო მთაში გადაიმალება, თუმცა შიში გასტანჯავს და მილიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდება. როგორც კი გაიგებს რომ ხბო შემოაკვდა და არა ადამიანი, კვლავ გაბღენძილ, უფროსობის მეემებელ ბიუროკრატად გადაიქცევა..
ერთ-ერთი უბნის გამგებელი, ბონდო დოლაბერიძეს (იპოლიტე ხვიჩია) დაავალებს, რომ შეკრიბოს საფეხბურთო გუნდი და გამოიყვანოს ქალაქის პირველობაზე, თუმცა ამავდროულად ბონდო ფეხბურთს დასანახად ვერ იტანს და მის შესახებ მხოლოდ მცირედი თუ იცის..
ფილმის აღწერა: ერთი ბიჭი (ზურა) დედამისთან ერთად ჩამოვა თბილისში... დედა მიიყვანს სკოლაში, სკოლის მოსწავლეები ცდილობენ ეს ბიჭი დაჩაგრონ, მაგრამ პირიქით ზურა აქეთ დაჩაგრავს და რაც უნდა იმას აკეთებინებს მათ, ხან ჟანგიან წყალს ასმევს, ხან მაღაზიის შუშას ამტვრევინებს ხან რას ხან რას...ბოლოს ზურა დაუძმაკაცდება თავის კლასელებს შორის ყველაზე "ჩმორს", სქელს, კასანას. . .
ექიმი გელას დრამატიული ისტორია: იგი მრავალი წლის განმავლობაში ცდილოს შექმნას წამალი კიბოს წინააღმდეგ... ფილმის მოქმედება ხდება მეოცე საუკუნის უაღრესად გაჭირვებულ პერიოდში... გელამ თითქმის მიაღწია თავის საწადელს, მაგრამ მას მთელი თავისი სიცოცხლის შრომა წყალში თავისსავე შვილმა ჩაუყარა, გოგონას მამა ფანატიკოსად ეჩვენებოდა და თავისი მოქმედებით იგი მამის "სენისგან" განკურნებას ცდილობდა...ციხიდან გამოსული დათო,ექიმის შვილი, ოჯახის დახმარებას ცდილობს და ფულის საშოვნელად ყაჩაღობს... გელა ბაბლუანს ბრმა ნაწლავი აწუხებს, და ღამით მისივე ვაჟის დახმარებით თვითომ გაიკეთებს ბრწყინვალედ ოპერაციას, მიუხედავად ამისა ექიმი იღუპება, ამის მიზეზი ინფექცირებული ხელსაწყოა... დათო იბარებს ოჯახის მართვას, მამის დაბარებული სიტყვებით: "არასოდეს არაფერი არ მოიპარო, შიმშილით რომ კვდებოდე მაინც და სხვისი არაფერი შეგშურდეს..." ერთ დღეს დათო აღმოაჩენს გაშვებული ვირთხებიდან ერთ-ერთს, პელეს, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული და უკვე დიდი ხნის მკვდარი უდნა ყოფილიყო... ფილმის რეჟისორმა, გელა ბაბლუანმა ფილმის მთავარი გმირის, დათოს, ქასტინგზე 11,000 -ზე მეტი ახალგაზრდა კაცი გასინჯა და საბოლოოდ ამ როლზე ყოველგვარი სამსახიობო განათლების უქონელი დავით კაზიშვილი დამტკიცდა...
ფილმი ქართველი ემიგრანტის სამშობლოსადმი განუწყვეტელი ნოსტალგიით აღსავსე ვრცელი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს. "ადამიანი სამშობლოს გარეშე იგივეა, რაც ხე ფესვების გარეშე" ამბობს ფილმის ერთ-ერთი გმირი და ეს სრული ჭეშმარიტებაა...