
ინფორმაცია: დასახელება: დავით გურამიშვილი ორიგინალური დასახელება: დავით გურამიშვილი გამოშვების წელი: 1946 ჟანრი: ისტორიული / ბიოგრაფიული რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი / იოსებ თუმანიშვილი როლებში: გიორგი შავგულიძე (დავით გურამიშვილი), კოხტა ყარალაშვილი (თავადი გიორგი –დავითის მამა), ალექსანდრე ომიაძე (ვახტანგ მეექვსე–ქართლის მეფე), დოდო ჭიჭინაძე (ქეთევანი), გიორგი დავითაშვილი (სულხან–საბა ორბელიანი), შალვა ღამბაშიძე (თავადი ელიზბარი–ქეთევანის მამა), ფაინა შევჩენკო (ანა იოანოვნა –რუსეთის დედოფალი), ტატიანა ოკუნევსკაია (ელიზავეტა პეტროვნა–პეტრე დიდის ასული), ივანე პერესტიანი (ვოლინსკი–ანა იანოვანას მინისტრი), ივანე მალიუტინი (ჰერცოგი ბირონი), ოსიპ აბდულოვი (უშაკოვი–კანც–ის უფროსი), ვლადიმერ ლუკიანოვი (ეგორი–გრებენელი კაზაკი), ანატოლ სმირანინი (ფრიდრიხ მეორე–პრუსიის მეფე), მიხეილ მგელაძე (პოეტი ჯავახიშვილი), გიორგი გელოვანი, მიხეილ სულთანიშვილი, ალექსანდრე აფხაიძე, ზაალ ტერიშვილი
აღწერა: თურქთა წინააღმდეგ მებრძოლ მეომარსა და ვახტანგ VI-ს კარზე აღიარებულ პოეტს, დავით გურამიშვილს ლეკები გაიტაცებენ. დავითი ხანგრძლივ ტყვეობას თავს დააღწევს და რუსეთში, სამხედრო დახმარების სათხოვნელად ჩასულ ვახტანგ მეფის ამალას შეუერთდება. აქ გაიგებს, რომ მისი სატრფო, ქეთევანი რუსი ბარონისთვის მიუთხოვებიათ. ანა დედოფლის ცრუ დაპირებებით დაღლილი ქართველობა გადაწყვეტს, რუსთა დროშის ქვეშ დაიცვას სამშობლოს ინტერესები. უცხო ქვეყნის ომებში მრავალბრძოლაგამოვლილი, სამშობლოსა და პირადი უბედობით დამწუხრებული დავითი თავშესაფარს და საუკუნო განსასვენებელს უკრაინის მიწაზე ჰპოვებს.
გამოშვებული: საქართველო l თბილისის კინოსტუდია ხანგრძლივობა: 01:34:10 ენა: ქართული (ორიგინალი)
ფაილი: ფორმატი: Avi ხარისხი: TVRip აუდიო: MPEG Audio Layer 3 44100Hz stereo 128Kbps ვიდეო: Xvid 720x552 25.00fps ზომა: 540 MB

|