დასახელება: ბებერი მეზურნეები. წელი: 1973 დამდგმელი რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე სცენარის ავტორი: მერაბ ელიოზიშვილი ოპერატორები: არჩილ ფილიპაშვილი, ლევან ნამგალაშვილი ხმის ოპერატორი: ვლადიმერ ნიკონოვი მხატვარი: გივი გიგაური მონტაჟორი: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი მონაწილეობენ: ვერიკო ანჯაფარიძე (ბაბალე), სესილია თაყაიშვილი (ნუცა), ეთერი მოციქულაშვილი (მაკრინე), გიორგი საღარაძე (ბუთხუზი), რამაზ ჩხიკვაძე (თედო), ბუხუტი ზაქარიაძე (სოსანა), ზურაბ ქაფიანიძე (მძღოლი), კოტე დაუშვილი (მეთევზე გოლა), ბორის წიფურია (მემაწვნე ლადო), თენგიზ მაისურაძე (ინკასატორი), გიორგი (გოგი) ქავთარაძე (მილიციელი)
ფილმის შესახებ: ფილმი, ძველი თბილისის უკანასკნელ მოჰიკანებზე, სამ ბებერ მეზურნეზე მოგვითხრობს, რომელიც გაყვითლებული ფოთლებივით შემორჩენიან თანამედროვე ცხოვრების ხეს, მაგრამ სრულიად შეუნარჩუნებიათ გარდასულ დღეთა ხიბლი. ისინი წარსულის მოგონებებით არსებობენ და კაცთმოყვარეობის შესანიშნავ მაგალითებს აძლევენ გარშემო მყოფთ, რადგან ეს კატეგორიები ყოველი დროისთვის მარადიულნი რჩებიან.